ბერიაშვილმა რუსეთში გაიტანა - „როტორმა“ „სპარტაკის“ დუბლები ვერ დაამარცხა #1TVSPORT
ბერიაშვილმა რუსეთში გაიტანა - „როტორმა“ „სპარტაკის“ დუბლები ვერ დაამარცხა #1TVSPORT

ილია ბერიაშვილმა რუსეთის ჩემპიონატის რიგით მეორე ლიგაში გაიტანა, მაგრამ ვოლგოგრადის „როტორმა“ ამით ვერ ისარგებლა და მოსკოვის „სპარტაკთან“ გამარჯვება ვერ შეინარჩუნა. „როტორი“ მოსკოვში „სპარტაკის“ დუბლშემადგენლობას ესტუმრა და ქულა მოიპოვა – 1:1.

ვოლგოგრადელებმა 54-ე წუთზე ანგარიში 23 წლის ქართველი ცენტრალური მცველის გოლით გახსნეს – ბერიაშვილმა „სპარტაკის“ კარი კუთხურის შემდეგ თავურით აიღო.

რუსეთის პირველ ლიგაში 18 ტური ჩატარდა, ბერიაშვილმა კი 17 მატჩი ითამაშა, ყველა შეუცვლელად. ის მცველისთვის უჩვეულოდ შედეგიანია – მე-3 გოლი გაიტანა და ამ მაჩვენებლით გუნდში მეოთხე ადგილზეა. „როტორში“ არ უთამაშია ტრავმირებულ ნიკა ყიფიანს, ხოლო ბექა ქავთარაძე სათადარიგოებში იყო და მოედანზე არ გასულა.

მოსკოველთა შემადგენლობაში მეორე ტაიმში შეცვლაზე ითამაშა ნიკა ქუთათელაძემ, რომელმაც მიმდინარე სეზონში 7 მატჩი ჩაატარა და ჯერ გოლი არ გაუტანია. „როტორი“ 18 ტურის შემდეგ 22 ქულით მე-15 ადგილზეა.