ბერიაშვილის გუნდი უნგრეთის თასის ნახევარფინალში დამარცხდა #1TVSPORT
ილია ბერიაშვილის „მტკ ბუდაპეშტი“ უნგრეთის თასის ნახევარფინალში „ფერენცვაროშს“ ესტუმრა, 1:3 დამარცხდა და ტიტულისთვის ბრძოლას გამოეთიშა.
ბერიაშვილმა მატჩი ძირითად შემადგენლობაში დაიწყო, 44-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო, ხოლო 81-ე წუთზე შეცვალეს.
სტუმრები მე-16 წუთზე მოლნარის გოლით დაწინაურდნენ, მაგრამ 45-ე წუთზე რამირესის გოლით „ფერენცვაროშმა“ წონასწორობა აღადგინა. შესვენების შემდეგ პეშიჩმა (51′) და ჯოზეფმა (80′) კიდევ ორი გოლი გაიტანეს და „ფერენცვაროში“ ფინალში გავიდა.