ბერეტინის რეიტინგში დაქვეითებაზე უფრო ვირუსის ეშინია
ბერეტინის რეიტინგში დაქვეითებაზე უფრო ვირუსის ეშინია

მსოფლიოს მერვე ჩოგანმა, იტალიელმა მატეო ბერეტინიმ კომენტარი კორონავირუსზე და მის შედეგებზე გააკეთა.

„პირველ რიგში საჭიროა ჯანმრთელობაზე ვიზრუნოთ, ვირუსი როგორმე უნდა გავაჩეროთ. მე, მაგალითად საერთოდ აღარ ვფიქრობ რეიტინგში დაქვეითებაზე, ინფექცია უფრო მაღელვებს და მაშინებს.

დიდი სლემის ტურნირების გადადებაზე ფიქრიც არ მინდა, მაგრამ მსოფლიოში განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე მათი ჩატარება გამორიცხული მგონია. რომში ტურნირის გაუქმება ძალიან განვიცადე, ჩემთვის ეს იყო მახვილი გულში, მაგრამ ვერაფერს ვიზამთ, ამ ეტაპზე ყველას პირველი ამოცანა კორონავირუსის დამარცხებაა“.- ამბობს ბერეტინი.

შეგახსენებთ, რომ კოვიდ19-ით მსოფლიოში ყველაზე მეტი გარდაცვლილთა რაოდენობა იტალიაში ფიქსირდება.