ბერძნული პრესა კვირკველიას შესაძლო ტრანსფერზე - „პაოკისთვის რუსეთიდან მიწოდებული სცენარი უსაფუძვლოა“
ბერძნული პრესა კვირკველიას შესაძლო ტრანსფერზე - „პაოკისთვის რუსეთიდან მიწოდებული სცენარი უსაფუძვლოა“

ბერძნული გამოცემა gazzetta.gr საბა კვირკველიას შესაძლო ტრანსფერზე რუსულ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა და უარყო, თითქოს, საქართველოს ნაკრებსია და მოსკოვის „ლოკომოტივისა“ ცენტრალური მცველი კარიერას სალონიკის პაოკ-ში გააგრძელებს.

„პაოკ-ის სცენარი რუსეთიდან – რუსულმა მედიამ გავარცელა ცნობა, რომლის თანახმადაც, მოსკოვის „ლოკომოტივის“ ქართველი მცველის, საბა კვირკველიას მიმართ ინტერესს სალონიკის პაოკ-ი ავლენს. ამ ფეხბურთელსი ტრანსფერის გამოსასყიდი თანხა 4 მილიონი ევროა. მაგრამ ამ ინფორმაციას და პაოკ-ისთვის რუსეთიდან მიწოდებულ სცენარს საფუძველი არ გააჩნია, რადგან ქართველი ფეხბურთელის პრიორიტეტი ხუთი საუკეთესო ლიგიდან ერთ-ერთში მოხვედრაა – ქართველ მცველს ინგლისის, საფრანგეთის, გერმანიის, იტალიისა ან ესპანეთის გუნდში თამაში სურს. ეს ამბავი დღის წესრიგში არ დგას, რადგან პაოკ-ში მისი პოზიცია გადავსებულია“ – წერს gazzetta.gr.

შეგახსენებთ, რომ საბა კვირკველიას ტრანსფერში უწერია, რომ 2019 წელს ქართველის გადაბირების უფლებას ის კლუბი მიიღებს, რომელიც მოსკოვის „ლოკომოტივს“ 4 მილიონ ევროს გადაუხდის.