ბერძნული გამოცემა – „პანათინაიკოსს“ აბურჯანიას ტრანსფერიც შესთავაზეს

11:17, 02.04.2020

გიორგი აბურჯანია ერთ-ერთი ის ფეხბურთელია, რომლის ტრანსფერიც ზაფხულში ათენის „პანათინაიკოსს“ შესთავაზეს – საქართველოს ნაკრებისა და ნიდერლანდური „ტვენტეს” 24 წლის საყრდენ ნახევარმცველზე ინფორმაციას ბერძნული გამოცემა newspao.gr ავრცელებს.

„აბურჯანიას ტრანსფერი „სევილიას“ ეკუთვნის. ქართველი ფეხბურთელი მე-8 და მე-6 ნომრების პოზიციებზე თამაშობს. ესპანელები მას ძირითად შემადგენლობაში არ განიხილავენ და „ტვენტეში” იჯარით ამიტომ გაუშვეს“, – წერს ბერძნული გამოცემა.

ნიდერლანდებში 25 წლის ფეხბურთელმა შეჩერებულ სეზონში 25 მატჩი ჩაატარა, ანგარიშზე კი ორი გოლი და ერთი საგოლე გადაცემა ჩაიწერა. „ტვენტეს“ ქართველი ნახევარმცველის ტრანსფერის გამოსყიდვის უპირატესი უფლება გააჩნია.

მსგავსი