ბერძნული გამოცემა – ლუკა გუგეშაშვილის ტრანსფერით, შესაძლოა, ზაფხულში სხვა გუნდებიც დაინტერესდნენ #1TVSPORT

10:50, 25.05.2026

სეზონი დასრულდა და სალონიკის პაოკ-ი იმ ექვსი მოთამაშის საკითხს განიხილავს, რომლებიც იჯარით სხვა გუნდებში გამოდიოდნენ, მათ შორის ერთ-ერთი საქართველოს ნაკრებისა და „ატრომიტოსის“ მეკარე ლუკა გუგეშაშვილია – ინფორმაციას ვებგვერდი PAOK24 ავრცელებს.

„გასულ ზაფხულს „პანსერაიკოსიდანპაოკ-ში გადასულმა ქართველმა მეკარემ სალონიკური გუნდის ძირითად შემადგენლობაში ადგილი ვერ დაიმკვიდრა და მთავარი მწვრთნელის, რაზვან ლუჩესკუს გეგმებში არ შედიოდა. ამიტომ იანვარში იჯარით „ატრომიტოსში“ გადავიდა, სადაც დამაჯერებლად გამოიყურებოდა.

ახალ კლუბში ქართველი მეკარე ძირითადი შემადგენლობის წევრი გახდა და 10 მატჩი ჩაატარა. შესაბამისად, „ატრომიტოსი“ ქართველ მეკარესთან თანამშრომლობის გაგრძელების შესაძლებლობას განიხილავს. მისი თამაშებიდან გამომდინარე, შესაძლოა, ზაფხულში სხვა გუნდებიც დაინტერესდნენ“, – ამტკიცებს ბერძნული ინტერნეტგამოცემა.

მსგავსი