ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა წარუმატებელი სტარტი მსოფლიო ჩემპიონატზე #1TVSPORT
ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა წარუმატებელი სტარტი მსოფლიო ჩემპიონატზე #1TVSPORT

ნორვეგიის დედაქალაქ ოსლოში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე დღეს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეები ასპარეზობენ.

საქართველოს ნაკრების წევრებმა – ნუგზარ წურწუმიამ (55 კგ), შმაგი ბოლქვაძემ (72 კგ), გელა ბოლქვაძე (77 კგ) და აივენგო რიკაძემ (82 კგ) ტურნირზე პირველივე შეხვედრები წარუმატებლად ჩაატარეს და რეპეშაჟში იმ შემთხვევაში იჭიდავებენ, თუ მათი დამმარცხებელი სპორტსმენები ფინალში გასვლას მოახერხებენ.

წინასწარი შეხვედრები 12:30 დაიწყო, ხოლო ნახევარფინალები 18:45 საათზე გაიმართება.

სატურნირო ბადეები და პირდაპირი ინტერნეტრეპორტაჟი – მსოფლიო ჭიდაობის გაერთიანების ვებსაიტზე: uww.org

დატოვე კომენტარი