ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა მეორე ოლიმპიური ლიცენზია მოიპოვა
ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა მეორე ოლიმპიური ლიცენზია მოიპოვა

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების ანგარიშზე, ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიური თამაშების ორი ლიცენზიაა.

ნაკრების მძიმეწონოსანი წევრი იაკობ ქაჯაია მსოფლიო ჩემპიონატის ექვსეულში შევიდა და საქართველოს მეორე ოლიმპიური ლიცენზია მოუტანა.

მესამე ადგილისთვის შეხვედრას იაკობ ქაჯაია დღეს გერმანელი ედუარდ პოპის წინააღმდეგ გამართავს.

ნაკრების წევრთაგან პირველი ლიცენზია 97 კგ. წონით კატეგორიაში გიორგი მელიამ მოიპოვა.

დატოვე კომენტარი