ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეები თბილისში დაბრუნდნენ
ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეები თბილისში დაბრუნდნენ

ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეები თბილისში დაბრუნდნენ. მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეები გუნდურ მესამე ადგილზე გავიდნენ.

გულშემატკივრებთან ერთად მოჭიდავეებს აეროპორტში საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძე, ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი გეგა გეგეშიძე და საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი დახვდნენ.

ყაზახეთში მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს ორი ოქროს მედალი ნუგზარ წურწუმიამ და ლაშა გობაძემ მოუტანეს. 130 კგ. წონით კატეგორიაში მოასპარეზე იაკობ ქაჯაია ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა. საგულისხმოა, რომ საუკეთესო ექვსეულში მოხვედრით ქაჯაიამ ოლიმპიური საგზურიც გაინაღდა. ოლიმპიური ლიცენზია გიორგი მელიამაც მოიპოვა. საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა ორი ოქროს და ერთი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.