ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში საქართველოს ხუთი ჩემპიონი გაირკვა
ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში საქართველოს ხუთი ჩემპიონი გაირკვა

ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში, საქართველოს ჩემპიონატის ხუთ წონით კატეგორიაში ჩემპიონები გამოვლინდნენ.

-55 კილოგრამი წონითი კატეგორიის ფინალში, ნუგზარ წურწუმიამ (ხობი)ზურაბ მაჭარაშვილის (ოზურგეთი) დამარცება 32 წამში მოახერხა. ხობელმა სპორტსმენმა მეტოქეს ჯერ ოთხქულიანი, შემდეგ კი ორი ორქულიანი გდება აუღო და ჩემპიონის ტიტული აშკარა უპირატესობით (8-0) გამარჯვებით მოიპოვა.

-63-ში დაძაბულ ბრძოლაში მოახერხა გაჩემპიონება ლევან ქავჟარაძემ. მან ფინალურ შეხვდრაში ლერი აბულაძე (აჭარა) დაამრცხა და საქართველოს ჩემპიონის ტიტულს პირველად დაეუფლა.

ბრწყინვალედ ჩაატარა მთელი ტურნირი ოზურგეთელმა იური ლომაძემ, რომელმაც გულშემატკივარს ტავი ეფექტური ჭიდაობით დაამახსოვრა. -72 კილოგრამი წონითი კატეგორიის ფინალში მან რამაზ ზოიძე (აჭარა) დაამარცხა. შეხვედრაში თავიდან ზოიძე ერთი ქულით დაწინაურდა, თუმცა მეორე პერიოდში ლომაძემ უპირატესობა მოიპოვა, საბოლოოდ 4-1 გაიმარჯვა და უფროსებს შორის საქართველოს ჩემპიონი პირველად გახდა.

საქართველოს ჩემპიონის მრიგი ტიტული მოიპოვა ევროპის ორგზის ჩემპიონმა – ზურაბ დათუნაშვილმა (თბილისი) . -82 კილოგრამი წონითი კატეგორიის ფინალში მან, ასევე ტიტულოვანი ლაშა გობაძე (აჭარა) დაამრცხა. ფინალური შეხვდრა 1-1 დასრულდა. მომგებიანი კი როგორც აღვნიშნეთ დათუნაშვილის მიერ აღებული ქულა გამოდგა.

შარშანდელის მსგავსად, წელსაც რევაზ ნადარეიშვილი (თბილისი) და კოკა კირცხალია (თბილისი) დაუპირისპირდნენ ერთმანეთს -97 კილოგრამ წონით კატეგორიის ფინალში. საბოლოოდ, 2-2 დასრულებულ შეხვედრაში ბოლო ქულით გამარჯვება კოკა კირცხალიამ მოიპოვა და ტიტულიც შეინარჩუნა.

ტურნირი ხვალ დარჩენილი ხუთი წონითი კატეგორიის ფინალური ბლოკით დასრულდება, რომელიც „ახალი თბილისის“ დარბაზში 12:00-იდან დაიწყება.

ფოტო – თამარ ყულუმბეგაშვილი