ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში, მედლების კიდევ ოთხი კომპლექტი გათამაშდა [ფოტოამბავი]
ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში, მედლების კიდევ ოთხი კომპლექტი გათამაშდა [ფოტოამბავი]

სპორტის სასახლეში მიმდინარე საქართველოს ჩემპიონატზე, გუშინდელის მსგავსად, დღესაც მედლების ჯამში შვიდი კომპლექტი თამაშდება. ჩემპიონ-პრიზიორები უკვე გაარკვიეს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეებმა. მათ მედლების ოთხი კომპლექტი გაითამაშეს.

60 კილოგრამ წონით კატეგორიაში, ოქროს მედალს რამაზ სურმანიძე დაეუფლა. ამ წონაში ფინალური ორთაბრძოლა არ გაიმართა, რადგან გიზო მელაძე, ტრავმის გამო საასპარეზოდ ვერ გამოცხადდა და ვერცხლს დასჯერდა.

72 კილოგრამ წონით კატეგორიაში, ოლიმპიური პრიზიორი შმაგი ბოლქვაძე დაამარცხა და საქართველოს ჩემპიონი გახდა, რამაზ ზოიძე.

დამსახურებული ჩემპიონობა იზეიმა 97 კილოგრამ წონით კატეგორიაში, სამტრედიელმა გიორგი მელიამ. მან  მათე სოფაძესთან გამართულ ფინალურ შეხვედრაშ უპირატესობა მოიპოვა, რისი შენარჩუნებაც ბოლომდე შეძლო და ოქროს მედალიც დაისაკუთრა.

კლასიკოსთაგან“ ბოლო დაპირისპირება, 130 კილოგრამი წონითი კატეგორიის ფინალი იყო. მძიმეწონოსანთა გადამწყვეტ შეხვედრაში, ერთმანეთს იაკობ ქაჯაია და ლევა არაბული დაუპირისპირდნენ, გამარჯვება კი საბოლოოდ ქაჯაიას დარჩა.

თბილისის სპორტის სასახლეში გაშლილ ხალიჩებზე, ამ წუთებში თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა სამი წონითი კატეგორიის ფინალური შეხვედრები მიმდინარეობს. რომელთა პირდაპირი რეპორტაჟიც პირველ არხზე მიმდინარეობს.