ბერძნულ-რომაული ჭიდაობის სარეიტინგო ტურნირზე შვიდი ქართველი ნახევარფინალში იასპარეზებს #1TVSPORT
ბერძნულ-რომაული ჭიდაობის სარეიტინგო ტურნირზე შვიდი ქართველი ნახევარფინალში იასპარეზებს #1TVSPORT

ტირანაში მიმდინარე საერთაშორისო სარეიტინგო ტურნირზე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში დღეს დარჩენილ ექვს წონით კატეგორიაში – 55, 60, 72, 82, 97 და 130 კილოგრამში მედლები გათამაშდება.

დღეს ტურნირზე ასპარეზობდა ცხრა ქართველი მოჭიდავე, რომელთაგან შვიდმა ნახევარფინალის საგზური მოიპოვა:

ვახტანგ ლოლუა (55 კგ)
ამირან შავაძე (60 კგ)
იური ლომაძე, ოთარ აბულაძე (ორივე – 72 კგ)
გელა ბოლქვაძე (82 კგ)
გიორგი მელია (97 კგ)
იაკობ ქაჯაია (130 კგ)

ლომაძე და აბულაძე ნახევარფინალში გასასვლელად ერთმანეთს დაუპირისპირდებიან.