ბერძნულ-რომაული ჭიდაობა | ვახტანგ ლოლუა და რამაზ ზოიძე ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში გავიდნენ #1TVSPORT
ბერძნულ-რომაული ჭიდაობა | ვახტანგ ლოლუა და რამაზ ზოიძე ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში გავიდნენ #1TVSPORT

ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში პირველ საშეჯიბრო დღეს ორი ქართველი – ვახტანგ ლოლუა (55 კგ) და რამაზ ზოიძე (77 კგ) ნახევარფინალში იასპარეზებენ.

ლოლუამ მეოთხედფინალში ბულგარელი გრიგოროვი 9:0 დაამარცხა და ფინალში გასასვლელად სომეხ მანველ ხაჩატრიანს დაუპირისპირდება. ზოიძემ კი სერბ ილიჩს 5:2 სძლია და ნახევარფინალში უნგრელ რობერტ ფრიჩს შეხვდება.

ნახევარფინალური დაპირისპირებები დღეს, თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება, ფინალური შეხვედრები კი 21 აპრილს გაიმართება.