ბერძნულ-რომაული ჭიდაობა | სარეიტინგო ტურნირზე დღეს ცხრა ქართველი სპორტსმენი იასპარეზებს #1TVSPORT
ბერძნულ-რომაული ჭიდაობა | სარეიტინგო ტურნირზე დღეს ცხრა ქართველი სპორტსმენი იასპარეზებს #1TVSPORT

ტირანაში მიმდინარე საერთაშორისო სარეიტინგო ტურნირზე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში დღეს დარჩენილ ექვს წონით კატეგორიაში – 55, 60, 72, 82, 97 და 130 კილოგრამში მედლები გათამაშდება.

საქართველოს სახელით იასპარეზებენ:

ვახტანგ ლოლუა (55 კგ),
ფრიდონ აბულაძე, ამირან შავაძე (ორივე – 60 კგ),
იური ლომაძე, ოთარ აბულაძე (ორივე – 72 კგ),
გელა ბოლქვაძე (82 კგ),
გიორგი მელია (97 კგ),
იაკობ ქაჯაია, საბა ჩილაშვილი (ორივე – 130 კგ).

განაცხადში გიორგი ქაცანაშვილიც (97 კგ) შედიოდა, თუმცა მცირე ტრავმის გამო ნაკრების სამწვრთნელო შტაბმა მისი შეჯიბრებაში ჩართვისგან თავი შეიკავა.

საკვალიფიკაციო რაუნდის შეხვედრები თბილისის დროით 14:00 საათზე დაიწყება.