ბერძნულ-რომაული ჭიდაობა | საქართველოს ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლა ორი მედლით დაასრულა #1TVSPORT
ბერძნულ-რომაული ჭიდაობა | საქართველოს ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლა ორი მედლით დაასრულა #1TVSPORT

საქართველოს ბერძნულ-რომაულ სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე გამოსვლა ორი მედლით – ოქროთი და ვერცხლით დაასრულა.

ჩემპიონი 55 კგ წონით კატეგორიაში ვახტანგ ლოლუა გახდა. ხობელი ფალავანი ყველაზე ახალგაზრდა (18 წლის) მსოფლიო ჩემპიონია ქართული სპორტის ისტორიაში.

ვერცხლის მედალი გელა ბოლქვაძემ მოიპოვა. მან 82 კგ წონით კატეგორიაში შარშან მსოფლიო ჩემპიონატზე მოპოვებული ბრინჯაოს მედალი ვერცხლით გააუმჯობესა.