ბერძნულ-რომაული ჭიდაობა | საქართველოს ნაკრებმა ბუდაპეშტის სარეიტინგო ტურნირი სამი მედლით დაასრულა #1TVSPORT
ბუდაპეშტში გამართული სარეიტინგო ტურნირი საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა სამი მედლით დაასრულა.
19 ივლისს ქართველმა ფალავანმა, თორნიკე მიქელაძემ (82 კგ) ბრინჯაოს მედლისთვის დაპირისპირებაში უზბეკი აზიმჯონ სოატულაევი 3:1 დაამარცხა და საქართველოს ნაკრებს შეჯიბრზე მესამე მედალი მოუტანა.
სარეიტინგო ტურნირზე ოქროს მედლის მფლობელი ნიკა ბროლაძე (72 კგ) გახდა, რომელმაც ფინალში რუსი მეტოქე 9:0 დაამარცხა. ამავე წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედალი მიხეილ ალექსანდრიამ მოიპოვა.