ბერძნულ-რომაული ჭიდაობა | საქართველოს ნაკრები ევროპის 23-წლამდელთა ჩემპიონატზე გუნდურ ჩათვლაში პირველ ადგილზე გავიდა #1TVSPORT
ბერძნულ-რომაული ჭიდაობა | საქართველოს ნაკრები ევროპის 23-წლამდელთა ჩემპიონატზე გუნდურ ჩათვლაში პირველ ადგილზე გავიდა #1TVSPORT

ტირანაში დასრულებულ ევროპის ჩემპიონატზე 23-წლამდელთა შორის ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში საქართველოს ნაკრებმა ექვსი მედალი მოიპოვა და გუნდურ ჩათვლაში პირველ ადგილზე გავიდა.

ტურნირზე ოქროს მედლებს დიმიტრი ხაჩიძე (60 კგ) და ანრი ხოზრევანიძე (67 კგ) დაეუფლნენ. კობა ქარუმიძემ (55 კგ) ვერცხლის მედალი მოიპოვა, ხოლო რომეო ბერიძემ (63 კგ), ლუკა გაბისონიამ (97 კგ) და საბა ჩილაშვილმა (130 კგ) მესამე ადგილი დაიკავეს.

ხაჩიძემ ფინალში ისრაელის წარმომადგენელი მელქამუ ფეტენე 50 წამში 9:0 დაამარცხა, ხოლო ხოზრევანიძემ კონტინენტის პირველობის ფინალში ნეიტრალური დროშით მოასპარეზე გლებ მაკარანკას 3:1 სძლია.