ბერძნულ-რომაული ჭიდაობა | ქარუმიძე და ხოზრევანიძე 23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედლებისთვის იბრძოლებენ #1TVSPORT
სერბეთის ქალაქ ზრენიანინში მიმდინარე ევროპის 23-წლამდელთა ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ქართველი ფალავნები – კობა ქარუმიძე (55 კგ) და რატი ხოზრევანიძე (63 კგ) ბრინჯაოს მედლებისთვის იჭიდავებენ.
ქარუმიძე და ხოზრევანიძე ნახევარფინალში აზერბაიჯანელ და მოლდოველ მეტოქეებთან დამარცხდნენ და ბრძოლას მესამე ადგილისთვის განაგრძობენ.
კონტინენტის პირველობაზე ფინალური ბლოკის შეხვედრები 14 მარტს გაიმართება.