ბერძნულ-რომაული ჭიდაობა | ქართველების ორი ოქროს მედალი 20-წლამდელთა კონტინენტის პირველობაზე #1TVSPORT
ბერძნულ-რომაული ჭიდაობა | ქართველების ორი ოქროს მედალი 20-წლამდელთა კონტინენტის პირველობაზე #1TVSPORT

რომში მიმდინარე 20-წლამდელთა შორის ევროპის ჩემპიონატზე ჭიდაობაში დღეს ბერძნულ-რომაული სტილით მოასპარეზე ორმა ქართველმა ოქროს მედლის მოპოვება შეძლო.

ნიკა ბროლაძემ (67 კგ) სომეხ აშოტ ხაჩატრიანს 3:1 სძლია, ხოლო აჩიკო ბოლქვაძემ (82 კგ) ფინალურ შეხვედრაში ფინელ ჯონნ კუნარი სარკინენი 5:1 დაამარცხა. პირველ ადგილზე გასვლის შანსი ჰონდა დიმიტრი ხაჩიძესაც (60 კგ), მაგრამ ქართველმა სომეხ სურენ აგჰაჯანიანთან დაპირისპირება წააგო და ვერცხლის მედალს დასჯერდა. ტურნირზე დღეს ბრინჯაოს მედალი მოიპოვა თემურ ორჯონიკიძემ (72კგ).

შეგახსენებთ, რომ შეჯიბრის პირველ დღეს დღეს საქართველოს ნაკრებმა ერთი მედლის მოპოვება შეძლო – თორნიკე მიქელაძე (77 კგ) ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა.

ქართველი ფალავანი ფინალურ შეხვედრაში მოლდოველ ალექსანდრინ გუტუსთან 2:3 დამარცხდა. საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა 20-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე მთლიანობაში ორი ოქროს, ორი ვერცხლის და ერთი ბრინჯაოს მედლით დაასრულა.

პირველი ივლისიდან კონტინენტის პირველობაზე თავისუფალი სტილით მოჭიდავეები დაიწყებენ გამოსვლას.