ბერძნულ-რომაული ჭიდაობა - ოთხი მედალი ესპანეთიდან
ბერძნულ-რომაული ჭიდაობა - ოთხი მედალი ესპანეთიდან

ესპანეთის ქალაქ პონტევედრაში მიმდინარე ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების წევრებმა ერთი ოქროს, ერთი ვერცხლის და ორი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.

55 კგ. წონით კატეგორიაში მოასპარეზე ფრიდონ აბულაძე ევროპის ჩემპიონის გახდა. ფრიდონ აბულაძემ ფინალური შეხვედრა რუსეთის ნაკრების წევრ ანვარ ალახიაროვს ანგარიშით 7:6 მოუგო. ლერი აბულაძე 63 კგ-ში ვერცხლის მედალს დასჯერდა, ნიკა შერბაკოვი (77 კგ) და გიორგი ქაცანაშვილი (87 კგ) კი მესამე საპრიზო ადგილებზე გავიდნენ.

დღეს ევროპის ჩემპიონები და პრიზიორები დარჩენილ ხუთ წონით კატეგორიაში გამოვლინდებიან. საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების წევრებს ორ-ორი ოქროს და ბრინჯაოს მედლის მოპოვების შანსი აქვთ. დიეგო ჩხიკვაძე (60 კგ) და გიორგი შოთაძე (67 კგ) ფინალში გავიდნენ. კოკა ღარიბაძეს (97 კგ) მესამე საპრიზო ადგილამდე ერთი, ხოლო ოთარ აბულაძეს (72 კგ) ორი გამარჯვება აშორებთ.