ბერძნულ-რომაული ჭიდაობა | ნიკა ბროლაძემ ბუდაპეშტის სარეიტინგო ტურნირზე – ოქროს მედალი, ხოლო მიშიკო ალექსანდრიამ ბრინჯაო მოიპოვა #1TVSPORT

20:56, 18.07.2026

ბუდაპეშტში მიმდინარე სარეიტინგო ტურნირზე ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში მედლები 72 და 87 კგ წონით კატეგორიებში გათამაშდა.

შეჯიბრებაზე ოქროს მედლის მფლობელი ნიკა ბროლაძე (72 კგ) გახდა, რომელმაც ფინალში რუსი ფალავანი 9:0 დაამარცხა. ამავე წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა მიშიკო ალექსანდრიამ.

19 ივლისს, ტურნირის დასკვნით საშეჯიბრო დღეს მედლები 55, 60, 63, 82, 97 და 130 კგ წონით კატეგორიებში გათამაშდება.

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების შემადგენლობა ასეთია:

60 კგ – რომეო ბერიძე

63 კგ – ფრიდონ აბულაძე

82 კგ – თორნიკე მიქელაძე

130 კგ – ლუკა გაბისონია

მსგავსი