ბერძნულ-რომაული ჭიდაობა | მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობას დღეს სამი ქართველი დაიწყებს #1TVSPORT
ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე ასპარეზობას დღეს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე სამი ქართველი ფალავანი დაიწყებს. მედლებისთვის ფრიდონ აბულაძე (63 კგ), დიეგო ჩხიკვაძე (67 კგ) და ლაშა გობაძე (87 კგ) იბრძოლებენ.
დღესვე ფინალურ ბლოკში იური ლომაძე (72 კგ) ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს. საქართველოს ნაკრების ნგარიშზე ჯერჯერობით ერთი მედალია – ვახტანგ ლოლუამ (55 კგ) ბრინჯაო მოიპოვა.