ბერძნულ-რომაული ჭიდაობა | მსოფლიო ჩემპიონატზე 10 ქართველი ფალავანი იასპარეზებს #1TVSPORT
ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე დღეს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეები დაიწყებენ გამოსვლას. შეხვედრები 55, 77, 82 და 130 კგ წონით კატეგორიებში გაიმართება.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:
55 კგ – ვახტანგ ლოლუა
60 კგ – ამირან შავაძე
63 კგ – ლერი აბულაძე
67 კგ – ჯონი ხეცურიანი
72 კგ – იური ლომაძე
77 კგ – რამაზ ზოიძე
82 კგ – გელა ბოლქვაძე
87 კგ – ლაშა გობაძე
97 კგ – გიორგი მელია
130 კგ – სულხან ბუიძე
საქართველოს ნაკრების წევრი რამაზ ზოიძე (77 კგ) ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო დღეს მონაწილეობას ვერ მიიღებს.
ზაგრებში ორი დღის წინ დასრულდა მსოფლიო ჩემპიონატი თავისუფალ ჭიდაობაში, სადაც საქართველოს ნაკრებმა მედლის მოპოვება ვერ შეძლო.