ბერძნულ-რომაული ჭიდაობა | მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალში მეორე ქართველიც გავიდა #1TVSPORT
ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობის მსოფლიო ჩემპიონატზე ამირან შავაძე მეოთხედფინალშია. 60 კგ-ში მოასპარეზე ქართველმა სპორტსმენმა მერვედფინალში ჩინელი ფალავანი ბაი 9:0 დაამარცხა.
ასევე მეოთხედფინალშია გიორგი მელია (97კგ).
მსოფლიო პირველობაზე დღევანდელი წონითი კატეგორიების ნახევარფინალები 18:30 საათზე გაიმართება. 20:00 საათზე კი ფინალური ბლოკი დაიწყება, სადაც ორი ქართველი – ვახტანგ ლოლუა (55კგ) და გელა ბოლქვაძე (82კგ) ოქროს მედლებისთვის იბრძოლებენ.