ბერძნულ-რომაული ჭიდაობა | ლუკა კოჩალიძემ 20-წლამდელთა შორის ევროპის ჩემპიონატზე ოქროს მედალი მოიპოვა #1TVSPORT

21:45, 01.07.2025

საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრების წევრი ლუკა კოჩალიძე ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში (87კგ) ევროპის ჩემპიონია.

იტალიის ქალაქ კაორლეში მიმდინარე შეჯიბრების ფინალში ქართველმა ფალავანმა ნეიტრალური დროშის ქვეშ მოასპარეზე აბდულრახმან აბდულკადიროვი დიდი უპირატესობით, 8:0 დაამარცხა.

20-წლამდელთა შორის ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში ევროპის ჩემპიონატზე ასევე ოქროს მედალს ანრი ფუტკარაძე დაეუფლა.

მსგავსი