ბერძნულ-რომაული ჭიდაობა | ლუკა კოჩალიძე და ანრი ფუტკარაძე 20-წლამდელთა შორის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში არიან #1TVSPORT
ბერძნულ-რომაული ჭიდაობა | ლუკა კოჩალიძე და ანრი ფუტკარაძე 20-წლამდელთა შორის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში არიან #1TVSPORT

ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეები, ლუკა კოჩალიძე და ანრი ფუტკარაძე ბულგარეთში მიმდინარე 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში არიან.

77 კგ წონითი კატეგორიის ნახევარფინალში ანრი ფუტკარაძემ ჭიდაობის მსოფლიო გაერთიანების დროშის ქვეშ მოასპარეზე კირილ ვალეუსკი 5-4 დაამარცხა, ხოლო ლუკა კოჩალიძემ 87 კგ წონით კატეგორიაში ფინელ ელიას კოსტას 6-0 სძლია.

მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ შეხვედრებს ქართველი მოჭიდავეები 24 აგვისტოს გამართავენ.