ბერძნულ-რომაული ჭიდაობა | ლოლუა და ზოიძე ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალში იჭიდავებენ #1TVSPORT
სლოვაკეთის დედაქალაქ ბრატისლავაში დღეს სტარტი აიღო ევროპის ჩემპიონატმა ბერძნულ-რომაული ჭიდაობაში.
ხალიჩაზე ხუთი ქართველი ფალავანი გამოვიდა, რომელთაგანაც ვახტანგ ლოლუა (55 კგ) და რამაზ ზოიძე (77 კგ) მეოთხედფინალში იჭიდავებენ. 17 წლის ლოლუა ნახევარფინალში გასასვლელად წონის პირველ ნომერს, აზერბაიჯანელ აზიზის შეხვდება, ზოიძე კი თურქ ილმაზს დაუპირისპირდება.
შეგახსენებთ, რომ 9 აპრილს წინ დასრულდა ევროპის ჩემპიონატი თავისუფალ ჭიდაობაში, სადაც საქართველოს ნაკრებმა ერთი ოქროს, ერთი ვერცხლისა და სამი ბრინჯაოს მედლით გუნდურ ჩათვლაში მეორე ადგილი დაიკავა.