ბერძნულ-რომაული ჭიდაობა | ლაშა გობაძე მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალშია #1TVSPORT
ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ლაშა გობაძე (87 კგ) მეოთხედფინალში იასპარეზებს.
მსოფლიოს ჩემპიონმა ქართველმა მოჭიდავემ ხორვატი ხუკლეკი 6:0 დაამარცხა და ნახევარფინალში გასასვლელად ბულგარელ ნოვიკოვს დაუპირისპირდება.
შეჯიბრებაზე დღეს მოასპარეზე ფრიდონ აბულაძე (63 კგ) და დიეგო ჩხიკვაძე (67 კგ) ადრეულ ეტაპზე დამარცხდნენ.
დღესვე ფინალურ ბლოკში იური ლომაძე (72 კგ) ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს.
საქართველოს ნაკრების ანგარიშზე ჯერჯერობით ერთი მედალია – ვახტანგ ლოლუამ (55 კგ) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.