ბერძნულ-რომაული ჭიდაობა | კობა ქარუმიძე 23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ფინალშია [ვიდეო] #1TVSPORT
ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში 23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობს. დღეს საქართველოს სახელით ხუთი ფალავანი – კობა ქარუმიძე (55 კგ), რომეო ბერიძე (63 კგ), თემურ ორჯონიკიძე (77 კგ), ზურაბ მელაძე (87 კგ) და საბა ჩილაშვილი (130 კგ) გამოვიდა.
ხუთიდან სამი მოჭიდავე ტურნირის ნახევარფინალში გავიდა, ფინალის საგზური კი მხოლოდ კობა ქარუმიძემ მოიპოვა.
ქართველმა ფალავანმა ნახევარფინალში თურქ მეჰმეტ სარფს 9-0 სძლია და ხვალ, 13 მარტს ოქროს მედლისთვის იჭიდავებს.
რომეო ბერიძე და საბა ჩილაშვილი ნახევარფინალში დამარცხდნენ, ორივე მათგანი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს.