ბერძნულ-რომაული ჭიდაობა | კობა ქარუმიძე 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია #1TVSPORT
სლოვაკეთის დედაქალაქ ბრატისლავაში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე 20-წლამდელთა შორის ქართველმა ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავემ, კობა ქარუმიძემ (55 კგ) სამი შეხვედრა მოიგო და ტურნირის ფინალში იჭიდავებს.
ოქროს მედლისთვის ქართველი მოჭიდავის მეტოქე ირანელი არმინ საად შამსიპურჰაჯი იქნება.
ფინალური ბლოკი 18 აგვისტოს გაიმართება.