ბერძნულ-რომაული ჭიდაობა | ხეცურიანმა და მელიამ უნგრეთის სარეიტინგო ტურნირზე ოქროს მედლები მოიპოვეს, აბულაძე ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა #1TVSPORT
ბერძნულ-რომაული ჭიდაობა | ხეცურიანმა და მელიამ უნგრეთის სარეიტინგო ტურნირზე ოქროს მედლები მოიპოვეს, აბულაძე ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა #1TVSPORT

ბუდაპეშტში მიმდინარე საერთაშორისო სარეიტინგო ტურნირზე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ჯონი ხეცურიანმა (67 კგ) და გიორგი მელიამ (97 კგ) ოქროს მედლები მოიპოვეს – ხეცურიანმა ფინალში რუმინელი სპორტსმენი 7:0 დაამარცხა, მელიამ კი სომეხ ფალავანს 3:1 სძლია.

შეჯიბრებაზე დღეს ბრინჯაოს მედალს დაეუფლა ლერი აბულაძე (67 კგ) – ქართველმა მესამე ადგილისთვის შეხვედრაში კორეელი მინ-სეონგ კონი 10:3 დაამარცხა.

19 ივლისს ბუდაპეშტში ოქროს მედალს იური ლომაძე დაეუფლა (72 კგ), ამავე წონაში ბრინჯაოს მედალი ოთარ აბულაძემ მოიპოვა.

ბუდაპეშტში დასრულებულ ტურნირზე წარმატებით იასპარეზეს ქართველმა თავისუფალი სტილით მოჭიდავეებმაც – ვლადიმერ გამყრელიძემ (79 კგ) ფინალში ტაჯიკი ევლოევი 5:0 დაამარცხა და ოქროს მედალს დაეუფლა. ვიცე-ჩემპიონი გახდა მირიან მაისურაძე (92 კგ), ხოლო ბრინჯაოს მედლები აკაკი ქემერტელიძემ (70 კგ) და გოდერძი ძებისაშვილმა (65 კგ) მოიპოვეს.

უნგრეთში დასრულებულ სარეიტინგო ტურნირზე საქართველოს ნაკრებმა გუნდური პირველი ადგილი დაიკავა.