ბერძნულ-რომაული ჭიდაობა | ჯონი ხეცურიანმა სარეიტინგო ტურნირზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა #1TVSPORT
ბერძნულ-რომაული ჭიდაობა | ჯონი ხეცურიანმა სარეიტინგო ტურნირზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა #1TVSPORT

ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში მიმდინარე სარეიტინგო ტურნირზე ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში დღეს მედლები ორ წონით კატეგორიაში – 63 და 67 კილოგრამებში გათამაშდა.

67 კგ-ში ბრინჯაოს მედლის მფლობელი ჯონი ხეცურიანი გახდა – ფინალურ ბლოკში ქართველმა მესამე ადგილისთვის დაპირისპირებაში ყაზახი მაულკანოვი 7:2 დაამაცხა და საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებს პირველი მედალი მოუტანა.

63 კგ-ში საქართველოს სახელით ბექა გურულმა იჭიდავა, რომელიც საკვალიფიკაციო რაუნდში დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა.