ბერძნულ რომაული ჭიდაობა | ჯონი ხეცურიანი სარეიტინგო ტურნირზე ბრინაჯაოს მედლისთვის იბრძოლებს #1TVSPORT
ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში მიმდინარე სარეიტინგო ტურნირზე, ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში დღეს მედლები ორ წონით კატეგორიაში – 63 და 67 კილოგრამებში გათამაშდება.
67 კგ-ში ფინალურ ბლოკში ბრაინჯაოს მედლისთვის ჯონი ხეცურიანი იბრძოლებს – ქართველმა პირველ წრეში თანამემამულე ლერი აბულაძე 4:1 დაამარცხა, მეოთხედფინალში ბულგარელ ამაევს 7:1 სძლია, ხოლო ფინალში გასასვლელად ყირგიზ ბეიშეკეევთან 2:6 წაააგო და მესამე ადგილისთვის იჭიდავებს.
63 კგ-ში საქართველოს სახელით ბექა გურულმა იჭიდავა, რომელიც საკვალიფიკაციო რაუნდში დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა.