ბერძნულ-რომაული ჭიდაობა| ჯონი ხეცურიანი სარეიტინგო ტურნირის ნახევარფინალშია #1TVSPORT
ბერძნულ-რომაული ჭიდაობა| ჯონი ხეცურიანი სარეიტინგო ტურნირის ნახევარფინალშია #1TVSPORT

ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში მიმდინარე სარეიტინგო ტურნირზე ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში დღეს მედლები ორ წონით კატეგორიაში – 63 და 67 კილოგრამებში გათამაშდება.

67კგ-ში ჯონი ხეცურიანი ნახევარფინალში იასპარეზებს, რომელმაც პირველივე წრეში თანამემამულე ლერი აბულაძე 4:1 დაამარცხა. ქართველმა ფალავანმა მეოთხედფინალში ბულგარელ ამაევს 7:1 სძლია და ფინალში გასასვლელად ყირგიზ ბეიშეკეევს დაუპირისპირდება.

63 კგ-ში საქართველოს სახელით ბექა გურულმა იჭიდავა, რომელიც საკვალიფიკაციო რაუნდში დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა.