ბერძნულ-რომაული ჭიდაობა | იური ლომაძემ სარეიტინგო ტურნირზე ოქროს მედალი მოიპოვა, საქართველო გუნდურ ჩათვლაში პირველ ადგილზე გავიდა #1TVSPORT
ტირანაში მიმდინარე საერთაშორისო სარეიტინგო ტურნირზე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში დღეს მედლები დარჩენილ ექვს წონით კატეგორიაში გათამაშდა.
იური ლომაძე (72 კგ) შეჯიბრების გამარჯვებული გახდა. ვახტანგ ლოლუა (55 კგ), ამირან შავაძე (60 კგ), გელა ბოლქვაძე (82 კგ) და გიორგი მელია (97 კგ) ვერცხლის მედლებს დაეუფლნენ, ხოლო იაკობ ქაჯაიამ (130 კგ) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა და საქართველოს ნაკრები გუნდურ ჩათვლაში პირველ ადგილზე გავიდა.
შეგახსენებთ, რომ დღემდე საქართველოს ნაკრების ანგარიშზე მხოლოდ ერთი მედალი იყო – 67 კგ წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედალი ჯონი ხეცურიანმა მოიპოვა.