ბერძნულ-რომაული ჭიდაობა | იური ლომაძე მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს #1TVSPORT

16:49, 25.10.2026

ასტანაში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში იური ლომაძე (72 კგ) ნახევარფინალში უნგრელ ვანცთან დამარცხდა. ქართველი ფალავანი 26 ოქტომბერს ფინალურ ბლოკში ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებს.

დღეს გამომსვლელი კიდევ ორი ქართველი – რობერტ კობლიაშვილი (97კგ) და სულხან ბუიძე (130კგ) 1/8-ფინალურ შეხვედრებში დამარცხდნენ.

ფინალურ ბლოკში (17:00 საათი) ბრინჯაოს მედლისთვის მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი ვახტანგ ლოლუა (55 კგ.) იბრძოლებს.

მსგავსი