ბერძნულ-რომაული ჭიდაობა | იური ლომაძე მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალშია #1TVSPORT

13:53, 25.10.2026

ასტანაში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში იური ლომაძე (72 კგ) ნახევარფინალში იასპარეზებს – ქართველმა მოჭიდავემ ყაზახი ალმატბეკ ამანბეკი 6:3 დაამარცხა და ფინალში გასასვლელად იბრძოლებს.

დღეს გამომსვლელი კიდევ ორი ქართველი – რობერტ კობლიაშვილი (97 კგ) და სულხან ბუიძე (130 კგ) 1/8-ფინალურ შეხვედრებში დამარცხდნენ.

ნახევარფინალები თბილისის დროით 15:45 საათიდან დაიწყება. დღესვე ფინალურ ბლოკში (17:00) ბრინჯაოს მედლისთვის მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი ვახტანგ ლოლუა (55 კგ.) იჭიდავებს.

მსგავსი