ბერძნულ-რომაული ჭიდაობა I რუმინეთში საერთაშორისო ტურნირი საქართველოს ნაკრებმა რვა ოქროს მედლით დაასრულა #1TVSPORT
ბერძნულ-რომაული ჭიდაობა I რუმინეთში საერთაშორისო ტურნირი საქართველოს ნაკრებმა რვა ოქროს მედლით დაასრულა #1TVSPORT

რუმინეთში დასრულებულ დუმიტრუ პირვულესკუსა და ვასილე იორგას სახელობის საერთაშორისო ტურნირზე საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით 20-წლამდელ მოჭიდავეთა ნაკრებმა წარმატებულად იასპარეზა და ათი წონიდან რვაში ოქროს მედალი მოიპოვა.

ტურნირის ჩემპიონები გახდნენ:

ანრი ხოზრევანიძე (60 კგ)
რატი ხოზრევანიძე (63 კგ)
ნიკა ბროლაძე (67 კგ)
ანრი ფუტკარაძე (72 კგ)
დათა ჩხაიძე (82 კგ)
აჩიკო ბოლქვაძე (87 კგ)
გორ აივაზიანი (97 კგ)
რატი ტალიკიშვილი (130 კგ)

ვერცხლის მედალს დაეუფლა თორნიკე მიქელაძე (77 კგ), გიორგი უერთაშვილმა (72 კგ) და ლუკა გაბისონიამ (130 კგ) კი ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.