ბერძნულ-რომაული ჭიდაობა I რუმინეთში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირის მეორე დღეს საქართველოს ნაკრებმა სამი ოქროს მედალი მოიპოვა #1TVSPORT
ბერძნულ-რომაული ჭიდაობა I რუმინეთში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირის მეორე დღეს საქართველოს ნაკრებმა სამი ოქროს მედალი მოიპოვა #1TVSPORT

რუმინეთში მიმდინარე დუმიტრუ პირვულესკუსა და ვასილე იორგას სახელობის ტურნირის მეორე საშეჯიბრო დღეს საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით 20-წლამდელ მოჭიდავეთა ნაკრებმა სამი ოქროს, ერთი ვერცხლისა და ერთი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

ტურნირის ჩემპიონები ანრი ხოზრევანიძე (60 კგ), ნიკა ბროლაძე (67 კგ) და ანრი ფუტკარაძე (72 კგ) გახდნენ. ვერცხლის მედალს თორნიკე მიქელაძე (77 კგ) დაეუფლა. ბრინჯაოს მედალი კი გიორგი უერთაშვილმა (72 კგ) აიღო.

შეგახსენებთ, რომ შეჯიბრების პირველ დღეს ჩემპიონი რატი ხოზრევანიძე (63კგ) გახდა.