ბერძნულ-რომაული ჭიდაობა | გიორგი მელია მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალშია #1TVSPORT
ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში გიორგი მელია (97კგ) მეოთხედფინალშია.
ქართველმა ფალავანმა მერვედფინალში ამერიკელი ფოი 9:0 დაამარცხა.
დღეს ტურნირზე ჯერ არ უჭიდავია ამირან შავაძეს (60კგ), ხოლო მესამე ქართველი იური ლომაძე (72კგ) შეჯიბრის პირველივე ორთაბძოლაში თურქ სპორტსმენთან დამარცხადა.
მსოფლიო პირველობაზე დღევანდელი წონითი კატეგორიების ნახევარფინალები 18:30 საათზე გაიმართება. 20:00 საათზე კი ფინალური ბლოკი დაიწყება, სადაც ორი ქართველი – ვახტანგ ლოლუა (55კგ) და გელა ბოლქვაძე (82კგ) ოქროს მედლებისთვის იბრძოლებენ.