ბერძნულ-რომაული ჭიდაობა | გიორგი გოგელაშვილი 20-წლამდელთა შორის მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალშია #1TVSPORT
სლოვაკეთის დედაქალაქ ბრატისლავაში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე 20-წლამდე მოჭდავეთა შორის, გიორგი გოგელაშვილი (77 კგ) ნახევარფინალში იასპარეზებს.
ქართველმა ფალავანმა მეოთხედფინალში ინდოელი დირაჰ მალიკი 5:1 დაამარცხა და ფინალში გასასვლელად იბრძოლებს – ნახევარფინალური შეხვედრები 19:00 საათიდან გაიმართება, ფინალური ბლოკი კი ხვალ, 17 აგვისტოს ჩატარდება.