ბერძნულ-რომაული ჭიდაობა | გელა ბოლქვაძემ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა – საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატი ხუთი მედლით დაასრულა #1TVSPORT

22:17, 22.04.2026

ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე, ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში გელა ბოლქვაძე (82 კგ) ბრინჯაოსმედალოსანი გახდა.

საქართველოს ნაკრებმა კონტინენტის პირველობა ხუთი მედლით დაასრულა – იური ლომაძემ (72 კგ), ვახტანგ ლოლუამ (55 კგ) და რამაზ ზოიძემ (77 კგ) ვერცხლის მედლები მოიპოვეს, ხოლო დიეგო ჩხიკვაძემ (67 კგ) და გელა ბოლქვაძემ (82 კგ) – ბრინჯაოს მედლები.

24 აპრილს ევროპის ჩემპიონატზე გამოსვლას თავისუფალი სტილით მოჭიდავეები დაიწყებენ.

მსგავსი