ბერძნულ-რომაული ჭიდაობა | გელა ბოლქვაძე მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალშია #1TVSPORT
ბერძნულ-რომაული ჭიდაობა | გელა ბოლქვაძე მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალშია #1TVSPORT

ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში გელა ბოლქვაძე (82 კგ) ნახევარფინალშია. ქართველმა ფალავანმა მეოთხედფინალში ნეიტრალური დროშით მოასპარეზე ტულუბაევი 5:4 დაამარცხა და ნახევარფინალში აზერბაიჯანელ ან იაპონელ სპორტსმენს შეხვდება.

18 წლის ვახტანგ ლოლუა (55 კგ) მეოთხედფინალურ ორთაბრძოლას რამდენიმე წუთში ჩაატარებს. ნახევარფინალური დაპირისპირებები დღეს, 18:30 საათზე გაიმართება, ფინალური ბლოკი კი ხვალ, 19 სექტემბერს.

ზაგრებში ცოტა ხნის წინ დასრულდა მსოფლიო ჩემპიონატი თავისუფალ ჭიდაობაში, სადაც საქართველოს ნაკრებმა მედლის მოპოვება ვერ შეძლო.