ბერძნულ-რომაული ჭიდაობა | ერეკლე თავბერიძე 17-წლამდელთა შორის ევროპის ჩემპიონია #1TVSPORT
ჩრდილოეთ მაკედონიაში მიმდინარე 17-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე, 65 კგ წონითი კატეგორიის ფინალში ქართველმა მოჭიდავემ, ერეკლე თავბერიძემ სომეხი იანეს ნაზარიანი 9:0 დაამარცხა და ოქროს მედალს დაეუფლა.
თავბერიძემ კარიერაში მეოთხედ მოიპოვა კონტინენტური პირველობის ოქრო. ტურნირის ვიცე-ჩემპიონი გახდა გიორგი ჩაჩუა, რომელიც 55 კგ წონითი კატეგორიის ფინალში დამარცხდა ჭიდაობის მსოფლიო გაერთიანების დროშის ქვეშ მოასპარეზე დანილ ლოზხინთან.
მსოფლიო პირველობაზე ხვალ, 11 ივნისს ფინალურ ბლოკში ოქროს მედლებისთვის იბრძოლებენ გიორგი გოგელაშვილი და საბა აბაშიძე, ხოლო ბრინჯაოსთვის ლუკა მარტიაშვილი იჭიდავებს.