ბერძნულ-რომაული ჭიდაობა | დიმიტრი ხაჩიძე და ანრი ხოზრევანიძე 23-წლამდელთა შორის ევროპის ჩემპიონები გახდნენ #1TVSPORT
ტირანაში მიმდინარე 23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში დიმიტრი ხაჩიძემ (60კგ) და ანრი ხოზრევანიძემ (67კგ) ოქროს მედლები მოიპოვეს.
ხაჩიძემ ფინალში ისრაელის წარმომადგენელი მელქამუ ფეტენე 50 წამში 9:0 დაამარცხა, ხოლო ხოზრევანიძემ კონტინენტის პირველობის ფინალში ნეიტრალური დროშით გამომსვლელ გლებ მაკარანკას 3:1 სძლია.
დღესვე ფინალურ ბლოკში მესამე ადგილისთვის იბრძოლებს ლუკა გაბისონია (97კგ).
შეგახსენებთ, გუშინ, 13 მარტს ფინალში დამარცხდა 18 წლის კობა ქარუმიძე (55 კგ) და ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა. ტურნირზე ბრინჯაოს მედლებს დაეუფლნენ რომეო ბერიძე (63კგ) და საბა ჩილაშვილი (125 კგ).