ბერძნულ-რომაული ჭიდაობა | დიეგო ჩხიკვაძემ ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა #1TVSPORT
ბერძნულ-რომაული ჭიდაობა | დიეგო ჩხიკვაძემ ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა #1TVSPORT

ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში დიეგო ჩხიკვაძემ (67 კგ) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

ქართველმა ფალავანმა მესამე ადგილისთვის დაპირისპირებაში შვედი ნიკლას ოჰლენი 3:1 დაამარცხა და ჩვენს ნაკრებს ტურნირზე მესამე მედალი მოუტანა.

დღესვე ფინალურ ბლოკში ოქროს მედლისთვის იური ლომაძე (72 კგ) იჭიდავებს, ხოლო ბრინჯაოსთვის გელა ბოლქვაძე (82 კგ) იბრძოლებს.