ბერძნულ-რომაული ჭიდაობა | ჩხიკვაძე, ლომაძე და ბოლქვაძე ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში იასპარეზებენ #1TVSPORT
ტირანაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში სამი ქართველი ფალავანი – დიეგო ჩხიკვაძე (67 კგ), იური ლომაძე (72 კგ) და გელა ბოლქვაძე (82 კგ) ნახევარფინალში გავიდა.
ჩხიკვაძე და ბოლქვაძე ფინალის საგზურისთვის აზერბაიჯანელ მოჭიდავეებს დაუპირისპირდებიან, ლომაძე ის თურქ მეტოქეს შეხვდება.
ტურნირზე ნახევარფინალური დაპირისპირებები 19:00 საათზე დაიწყება.
დღესვე ფინალურ ბლოკში ორი ქართველი ფალავანი – ვახტანგ ლოლუა (55 კგ) და რამაზ ზოიძე (77 კგ) ოქროს მედლისთვის იჭიდავებს, ფრიდონ აბულაძე (63 კგ) კი – ბრინჯაოსთვის.
ფინალური ბლოკი თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.