ბერძნულ-რომაული ჭიდაობა | ბუდაპეშტის სარეიტინგო ტურნირზე 12 ქართველი სპორტსმენი იასპარეზებს #1TVSPORT
ბუდაპეშტში მიმდინარე სარეიტინგო ტურნირზე დღეიდან ასპარეზობას ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეები დაიწყებენ.
17 ივლისს ხალიჩაზე 67 და 77 კგ წონითი კატეგორიის მოჭიდავეები გავლენ, 18 ივლისს 72 და 87 კგ წონითი კატეგორიის სპორტსმენებს ვიხილავთ, ხოლო დასკვნით საშეჯიბრო დღეს, 19 ივლისს – 55, 60, 63, 82, 97 და 130 კგ წონითი კატეგორიის მოჭიდავეებს.
საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების შემადგენლობა ასეთია:
60 კგ – რომეო ბერიძე
63 კგ – ფრიდონ აბულაძე
72 კგ – ნიკა ბროლაძე, მიშიკო ალექსანდრია, ჯონი ხეცურიანი
77 კგ – დიეგო ჩხიკვაძე, ანრი ფუტკარაძე
82 კგ – თორნიკე მიქელაძე
87 კგ – აივენგო რიკაძე, აჩიკო ბოლქვაძე, გურამი ხეცურიანი
130 კგ – ლუკა გაბისონია