ბერძნულ-რომაული ჭიდაობა | ანრი ფუტკარაძე და ლუკა კოჩალიძე 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში იასპარეზებენ #1TVSPORT
ანრი ფუტკარაძე (77 კგ) და ლუკა კოჩალიძე (87 კგ) ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში 20-წლამდელთა შორის მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში იასპარეზებენ.
ბულგარეთში მიმდინარე ტურნირის მეოთხედფინალში ფუტკარაძემ ამერიკელი ლეისტერ ბოულინგი 9:0 დაამარცხა, ლუკა კოჩალიძემ კი სომეხ ტერ მატევოსიანს სძლია. ჩვენი ფალავნები ფინალში გასასვლელად თბილისის დროით 19:00 საათიდან იჭიდავებენ.
22 აგვისტოს მსოფლიო პირველობაზე ვახტანგ ლოლუა (60 კგ) ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა – ქართველმა სპორტსმენმა მესამე ადგილისთვის დაპირისპირებაში თურქი ომერ ალტაში 9:0 დაამარცხა.