ბერძნულ-რომაული ჭიდაობა | ალექსანდრე რუსიტაშვილი 20-წლამდელთა შორის ევროპის ჩემპიონატის ფინალშია #1TVSPORT
იტალიის ქალაქ კაორლეში მიმდინარე 20-წლამდელთა შორის ევროპის ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ალექსანდრე რუსიტაშვილმა (72კგ) ნახევარფინალში უკრაინელი ანატოლი პასნაკი 4-0 დაამარცხა და ხვალ, 2 ივლისს ფინალურ ბლოკში ოქროს მედლისთვის იბრძოლებს.
შეგახსენებთ, რომ კონტინენტის პირველობის ფინალში ანრი ფუტკარაძე (77კგ) და ლუკა კოჩალიძე (87კგ) იასპარეზებენ, ბრინჯაოსთვის კი საბა ფურცელაძე (130კგ) და კობა ქარუმიძე (55კგ) იჭიდავებენ.